მასიმო მორატი: "ინტერის" ბოლო წინადადება კარლოს ტევესის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროა

AutoSharing Option
"ინტერმა" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ კარლოს ტევესის თაობაზე ბოლო წინადადება შესთავაზა. ამის შესახებ "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა.

"ინტერის" გარდა, რომელიც მოლაპარაკებების განახლებას ორშაბათს აპირებდა, არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირება "პარი სენ ჟერმენსა" და "მილანს" სურს.

"ტევესის თაოაბზე ჩვენი ბოლო წინადადება 25 მილიონი ევროა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა ინგლისური კლუბი ამ თანხას", - განაცხადა მორატიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული