ადრიანო გალიანი: "ინტერს" კვლავინდებურად ვუსწრებთ

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მილანური დერბის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი სატურნირო ცხრილია.

"მთავარი სატურნირო ცხრილია. ამ ეტაპზე "ინტერს" ვუსწრებთ და პირველ ადგილს მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს.

ამ მატჩის შემდეგ პირველ პოზიციაზე გადასვლა შეგვეძლო, თუმცა ეს ვერ შევძელით. "ინტერთან" მოპოვებული სამი ქულა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც "კალიარისთან" და "ნოვარასთან".

ბურთს ჩვენ უფრო დიდ ხანი ვფლობდით. საგოლე მომენტები კი ცოტა იყო, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ ვინც ანგარიშს გახსნიდა, ის გაიმარჯვებდა", - თქვა გალიანიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული