განრისხებულმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს მოედნიდან, დაახლოებით 500-მა ულტრასმა კი მატჩის შემდეგ გასახდელში შევარდნაც კი განიზრახა და რომ არა კარაბინერთა თავდადება, ეს ყველაფერი შეიძლება დიდი უბედურებით დასრულებულიყო. ერთი სიტყვით, ფლორენციაში დიდი აურზაურია და ამ ყველაფერზე ჟურნალისტები გუნდის მთავარ მწვრთნელ დელიო როსის დაეკითხნენ:
"მთელი შეხვედრა შეტევებში გავლიეთ, მაგრამ გოლი ჩვენ კარში გავიდა. არადა, შეგვეძლო მიჯრით მეორე შეხვედრა მოგვეგო და
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ანჯელო პალომბო "სამპდორიას" დატოვებს და სწორედ "ფიორენტინაში" გადაბარგდება. მართალია, პალომბოს მიმართ ინტერესს "იუვენტუსის" მესვეურებიც იჩენენ, მაგრამ უფრო ფლორენციელები აქტიურობენ და გენუელებს მაცდურ წინადადებას უმზადებენ.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე გენუელ კოლეგას 4 მილიონ ევროს შესთავაზებს და "სამპდორიაში" ერთ ფეხბურთელს გაუშვებს, რომლის გვარიც ჯერჯერობით უცნობია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"