ვალტერ მაძარი: "ნაპოლი" დაღლილმა სამხრეთამერიკელებმა დააზარალეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავრმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ "ბოლონიასთან" (1:1) ფრეს შემდეგ განაცხადა , რომ მისმა გუნდმა ჩვეულ დონეზე უარესად ითამაშა.

"ბევრმა ფეხბურთელმა თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად გუნდმა თავისი თამაში ვერ აჩვენა. გოლი დაცვაში უხეში შეცდომის შემდეგ გავუშვით.

გუნდში ბევრი სამხრეთამერიკელი გვყავს, რომლებიც არდადეგებზე შინ გაემგზავრნენ და ზოგიერთი მათგანი ფრენისგან დაღლილი დაბრუნდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამი ქულის მოპოვების შანსი გვქონდა", - აღნიშნა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული