კვალიარელამ ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა ერთი კვირის წინ ყბის ძვლის მოტეხილობის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგა.

28 წლის იტალიელი "ლეჩესთან" სერია А-ს მე-17 ტურის მატჩში დაშავდა და შაბათს "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს. მომავალში კი ფეხბურთელი იძულებული იქნება დამცავი ნიღაბი გამოიყენოს.

მოსალოდნელია, რომ კვალიარელა მოედანზე გამოსასვლელად მზად 25 იანვარს, "რომასთან" იტალიის თასის მატჩისთვის იქნება.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული