ამაური "ფიორენტინას" მოთამაშე გახდება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" 31 წლის თავდამსხმელ ამაურის ტრანსფერის საკითხი შესაძლოა დღესვე გადაწყდეს. მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ უკანასკნელი ფორმალობები დარჩა მოსაგვარებელი.

ამაური, რომელსაც "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, "იებში" სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ფიორენტინასთან" სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, "ფლორენციელები" ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოაში" გადასვლის შემდეგ, ფორვარდს აქტიურად ეძებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული