"მილანს" კევინ პრინს ბოატენგი გამოაკლდა

AutoSharing Option
"მილანის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი კევინ პრინს ბოატენგი ერთი თვე ვერ ითამაშებს. ბოატენგმა მარცხენა ბარძაყის კუნთი "ინტერთან" მატჩში დაიზიანა.

განის ნაკრების ფეხბურთელი ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატში რამდენიმე მატჩ გამოტოვებს და ასევე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რომელიც 16 თებერვალს "არსენალის" წინააღმდეგ გაიმართება.

2011/2012 წლების სეზონში ბოატენგმა იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიატანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მის ანგარიშზე 4 შეხვედრაში 2 გოლია.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული