ახალგაზრდა არგენტინელი შემტევი ერიკ ლამელა უკვე დამკვიდრდა "რომას" ძირითად შემადგენლობაში და ძალიან სწრაფად, გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად იქცა. არადა, თავიდან ისეთი პირი უჩანდა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაო ხანს გაუგრძელდებოდა. ლამელა ბედნიერია რომში და აცხადებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში მას ფრანჩესკო ტოტი დაეხმარა:
"თავიდან მართლაც გამიჭირდა, რადგან უცხო ქვეყანაში და სრულიად ახალ გარემოში მოვხვდი... თუმცა, შემდეგ ფრანჩესკო ტოტისთან გამოვნახე საერთო ენა და წარმატებებმაც არ დაახანა. ჩესკო გუნდის ცოცხალი ლეგენდაა და ვერ წარმოიდგენთ რამდენი რამის სწავლა შეიძლება მისგან.
ბედნიერი ვარ, რომ "ჯალორისის" ღირსებას
ვიცავ და იმედია, კიდევ ძალიან დიდი ხანი ამას სიამოვნებით გავაკეთებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"