43 წლის იტალიელის თქმით, ის არაერთგზის შეეცადა მილანურ კლუბში რაიმე თანამდებობა დაეკავებინა, მაგრამ მას ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ.
"მილანს" ჩემი დაბრუნება რომ არ სურს, ამაში ბერლუსკონიმ დამარწმუნა. კლუბში დაბრუნება ლეონარდოს მოსვლამდეც მინდოდა და ალეგრის დროსაც, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს მეუბნებოდნენ", - თქვა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მალდინი მუშაობას პსჟ-ში აპირებს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით