არიგო საკი: პატოსთვის "მილანის" დატოვება უკეთესი იქნებოდა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არიგო საკი მიიჩნევს, რომ ალეშანდრე პატომ იტალიური კლუბის დატოვებაზე უარის თქმით შეცდომა დაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფორვარდი ფრანგულმა პსჟ-მ თითქმის გადაიბირა, რომ ბოლო წუთს თავად მოთამაშემ "მილანში" დარჩენა გადაწყვიტა.

"პატო შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მისთვის "მილანის" დატოვება უკეთესი იქნებოდა. უცნაურია, რომ "მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის ისეთი მოთამაშე მოსწონს, როგორიც ტევესია.

ადამიანს, რომელზეც რონალდინიო ახდენს შთაბეჭდილებას, პატოს ტევესზე გაცვლა გაუჭირდება", - განაცხადა საკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული