მასიმილიანო ალეგრის პატოს იმედი აქვს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იმედოვნებს, რომ ალეშანდრო პატო "ნოვარასთან" სერია A-ს მატჩში თამაშს შეძლებს.

გუშინ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა "როსონერის" იტალიის თასზე გაამარჯვებინა, როდესაც "ნოვარას" კარი დამატებით დროში აიღო. თუმცა, ამ თამაშში პატო დაშავდა.

"ალეშანდრომ ზურგის ქვედა ნაწილში ტკივილი იგრძნო. დღეს ის სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. კვირას კვლავ "ნოვარასთან" შეხვედრა გვიწევს და იმედი მაქვს, სათამაშოდ მზად იქნება.

რაც შეეხება სათასო მატჩს, იმედგაცრუებული ვარ, რომ თამაში 120 წუთი მოგვიხდა. შეგვეძლო ყველაფერი ძირითად დროში დაგვემთავრებინა. მიუხედავად ამისა, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მერკ
ელს და ელ შაარავის გამოვარჩევდი", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული