რიკარდო მონტოლივო "ფიორენტინაში" რჩება

AutoSharing Option
"ფიორენტინას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად არიან ჩართულნი, მაგრამ ძირითადად, მათი საქმიანობა ფეხბურთელთა სარფიანად გასხვისებით შემოიფარგლება. სწორედ ამად იყო, რომ "ლეჩესთან" საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ, ჯერ გასახდელში და შემდეგ კლუბის ოფისში შევარდნას გაავებული ტიფოზები ცდილობდნენ... გულშემატკივართა აღშფოთება სრულიად გასაგებია, "ვიოლა" ისედაც ვერ დაიკვეხნის ვარსკვლავური შემადგენლობით და ასეთ დროს, გუნდი წამყვან ფეხბურთელებს ელევა.

ამის ნათელი დადასტურება ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოაში" გადაბარგება გახლავთ. შესაძლოა, სწორედ ტიფოზთა პროტესტი გახდა იმის მიზეზი, რომ რიკარდო მონტოლივო სეზონის დარჩენილ ნაწილს "ვიოლაში" გაატარებს, არადა, 27 წლის შუახაზელის "მილანში" გადაბარგება
პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. აი, რას ამბობს ფეხბურთელის პირადი აგენტი:

"მილანურ გრანდთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტოლივო მინიმუმ სეზონის ბოლომდე "ფიორენტინაში" იასპარეზებს. ეს თავად რიკარდოს გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც მშობლიური გუნდი ყველაზე ძვირფასია.

რა იქნება ზაფხულში? - მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დღეს მონტოლივო "ფიორენტინას" მოთამაშეა და რა იქნება მომავალში, ეს ერთი ღმერთმა იცის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული