პატო ბარძაყის ტრავმის გამო სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელი ალეშანდრო პატო, რომელიც "ნოვარასთან" სათასო მატჩში დაშავდა, სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.

ფეხბურთელს მარცხენას ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, რომ დამატებით დროში სწორედ 22 წლის ბრაზილიელმა გაუტანა "ნოვარას" გამარჯვების გოლი. ტურნირის შემდეგ რაუნდში "როსონერი" "ლაციოს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული