მანჩინიმ ტევესის მანჩესტერულ გუნდში დაბრუნება გამორიცხა.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენთვისაც და ფეხბურთელისთვისაც ეს ყველაფერი მალე დასრულდება. არ ვიცი, ვინ დაუკავშირდა ბოლოს კარლოსს. ვფიქრობ, რომ ის "ინტერთან" და პსჟ-სთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ არა - "მილანთან".
შესაძლოა, რომ ტევესი "სიტიში" დაბრუნდეს? არა, ეს შეუძლებელია", - თქვა მანჩინიმ.