პატო ისევ დაშავდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი რევანშზე ფიქრობს

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ "მილანი"-"ნოვარას" სათასო პაექრობაში ალეშანდრე პატო ფეხის ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც სამედიციონო შემოწმების ჩატარება გახდა საჭირო.

ექიმებმა დეტალურად გამოიკვლიეს ყველაფერი და დადგინდა, რომ ბრაზილიელ ფორვარდს მინიმუმ 3-4 კვირით მოუწევს უქმობა. ერთი სიტყვით, პატო ისევ დაშავდა და ისევ გამოტოვებს პრინციპულ პაექრობებს. ამ ამბავმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ძალიან დაამწუხრა:

"სამწუხაროა, რომ პატო ისევ დაშავდა და დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს. მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება იმისთვის, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს და ამის საშუალება არ ეძლევა. არც კი ვიცი რა ვთქვა,
იმედია, ერთხელ და სამუდამოდ მოიშუშებს ტრავმას და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს".

გალიანის განწყობა სრულიად გასაგებია, მით უმეტეს, სულ ახლახანს მილანელებმა კოლოსალურ თანხაზე თქვეს უარი და ბრაზილიელი ფორვარდი ფრანგულ პსჟ-ში არ გაუშვეს - იქნებ სულ ტყუილად, ალეშანდრე სეზონის დიდ ნაწილს მაინც ლაზარეთში ატარებს...

ამასობაში, მილანურ დერბიში მარცხზე კომენტარი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და იქვე, კიდევ ერთხელ დასძინა, რომ კარიერის ბოლომდე "მილანში" სურს ასპარეზობა:

"დერბიში მარცხმა ძალიან გამაბრაზა, მაგრამ რას ვიზამთ, შრომა ჩვეულ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. მით უმეტეს, წინ მეორე დერბია და რევანშის საშუალება აუცილებლად გვექნება. ვფიქრობ, რომ მეტოქემ უფრო პრაგმატულად ითამაშა, "ინტერი" შედეგზე იყო ორიენტირებული და ეს დაუფასდა კიდეც. არ მინდა რანიერის გუნდს გარჯა დავუკარგო, მაგრამ განვლილმა დერბიმ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს. დიახ, "მილანი" იტალიაში სწორედაც რომ საუკეთესოა და ჩემიო აზრით, მალე ევროპაშიც არ გვეყოლება ბადალი. მსურს კარიერა სწორედ "როსონერიში" დავასრულო და გუნდთან ერთად კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული