ლუის ენრიკე: "რომამ" თითქმის იდეალურად ითამაშა

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ჩეზენასთან" (5:1) გამარჯვების შემდეგ თავისი ფეხბურთელების მისამართით ქება არ დაიშურა.

"ჩანდა, რომ დღეს გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ, რადგან პრაქტიკულად იდეალურად ვთამაშობდით. მიმაჩნია, რომ "ჩეზენა" შესანიშნავი გუნდია , მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ.

ტოტი განსაკუთრებული მოთამაშეა და მეტოქის კარში ბურთის გადაგზავნა ნებისმიერ წუთს შეუძლია. მისი სტატისტიკა ყველაფერზე თავად მეტყველებს.

დამაჯერებელი შედეგის მიუხედავად, გასახდელში არ გვიზეიმია, რადგან უკვე სამშაბათს იტალიის თასზე "იუვენტუსთან" შეხვედრა გველის.

რა შეიცვალა ბოლო დროს? ეს მილლიონ ევროიანი შეკითხვაა. უცხოელისთვის რთულია მუშაობა იმ
ქვეყანაში, რომლის ენაზეც ვერ საუბრობს. ძალიან კარგია, რომ ბიჭებს ესმით, როგორი თამაშის ხილვა მსურს მათგან. ჩემი შეგირდები პირველივე დღიდან მისმენდნენ და ბევრი მუშაობა მოგვიხდა, რათა ჩვენი თამაში გვეპოვნა.

კიდევ ბევრი რამაა, რისი გაუმჯობესებაც აუცილებელია, მაგრამ პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. ისღა დამრჩენია, ფეხბურთელები შევაქო, რომლებმაც თავისი სამუშაო ბოლომდე შეასრულეს", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ რა , ეგრე გააგრძელეთ!
0

სიახლეები პოპულარული