"წინა კვირას გამართული მატჩი უკვე წარსულს ჩაბარდა. "ინტერთან" მიღწეულ ანგარიშს უკვე ვეღარ შევცლით.
ამ ეტაპზე ნოვარაში უნდა გავიმარჯვოთ, რაც ძალიან რთულია. "ნოვარა" "გადარჩენისთვის" იბრძვის და მათთან იოლი მატჩი ნამდვილად არ გველის.
რაც შეეხება ზეედორფს, ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ ერთკვირიანი უქმობის შემდეგ, მისთვის ძნელი იქნება მთელი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება", - თქვა ალეგრიმ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით