ის, რაც ამ შეხვედრის პირველ 10 წუთში მოხდა, დიდხანს ემახსოვრებათ ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს - რომაელებმა სტარტზევე გაუტანეს მეტოქეს სამი უპასუხო გოლი და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს. იშვიათია თამაშის ბედი პირველ ათ წუთში წყდებოდეს და შაბათს სწორედ ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე.
ანგარიში ფრანჩესკო ტოტიმ პირველივე წუთზე გახსნა, გოლი კი მართლაც ეფექტური გამოვიდა: მეტოქის საჯარიმოში ერიკ ლამელა შეიჭრა, ტოტის ქუსლით დაუგორა დასარტყმელ პოზიციაზე და მანაც ერთი
მეორე გოლიც ტოტის ანგარიშზეა და რაც ყველაზე საინტერესოა, ამჯერადაც ლამელამ გააკეთა საგოლე გადაცემა: მარცხენა ფრთიდან ჩაუკიდა კაპიტანს და მანაც ჰაერიდანვე გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, 2:0. აი, აქ კი ლაინსმენი აშკარად შეცდა, რადგან ტოტი ოდნავ წინ იყო უკანასკნელ მცველზე.
ამ ეპიზოდიდან ერთი წუთი არ იყო გასული, როდესაც მარცხენა ფრთაზე უკვე გრეკომ გაინავარდა, ფაბიო ბორინის შესანიშნავად უპასა და ახალგაზრდა ფორვარდმა პრაქტიკულად დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი, 3:0.
პირველ ტაიმში რომაელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მეორე ნახევრის სტარტი პირველის მსგავსად ხალისიანი გამოვიდა - 58-ე წუთზე ედერმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა მალევე ჟუანმა სტატუსქვო აღადგინა.
შეხვედრის ბოლო გოლი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა, მისი პირველი დარტყმული სტუმართა კიპერმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და ბურთი ბადეში გაახვია, 5:1.
მატჩის შემდეგ, "რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ძალიან კმაყოფილი იყო:
"მეტოქედ ძლიერი გუნდი გვყავდა, კარგი ფეხბურთელებით, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დავამარცხებდით. შეგირდებმა ყველა მითითება გაითვალისწინეს და მთლიანობაში, საოცარი შეხვედრა ჩაატარეს. ბოლომდე მჯერა ჩემი მოთამაშეების და სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ სწორი კურსით მივდივართ. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ".
სანამ შაბათის კიდევ ერთ შეხვედრაზე ვიტყოდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ ახალი რეკორდი დაამყარა... "რომას" კაპიტანმა შვედი ფორვარდის, გუნარ ნორდალის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც "მილანის" მაისურით თავის დროზე 210 გოლი აქვს გატანილი. ტოტის ანგარიშზე უკვე 211 შედეგიანი დარტყმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს ისტორიაში, ერთი გუნდის შემადგენლობაში ამდენი გოლი სხვას არავის გაუტანია.
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პაექრობა ბერგამოში გაიმართა, სადაც გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე, "ატალანტამ" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ბევრს იქადნებობდნენ "ნერაძურის" მწვრთნელ-ფეხბურთელები, მაგრამ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან ვერაფერს გახდნენ. ანტონიო კონტეს შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და ორი უპასუხო გოლიც გაიტანეს.
სტუმრებმა მასპინძლები მეორე ტაიმში გატეხეს და გოლებიც იმდენად ეფექტური გამოვიდა, რომ ორი სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხოთ. ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ანდრეა პირლომ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, აწია თავი და ჩვეული გადაცემით შტეფან ლიხტშტაინერი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში დაჰკრა თავური და "სტადიო ატლეტი აძური" პირველად დაადუმა.
მეორედ ეს ამბავი შეხვედრის დასრულებამდე 7-8 წუთით ადრე მოხდა, როდესაც ემანუელე ჯაკერინი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ახალგაზრდა მარონესგან ბრწყინვალე გადაცემა მიიღო და ჰაერიდანვე, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ბერგამოელთა კარის ჩარჩოში - 0:2 და ამით ყველაფერი დასრულდა.
ნამატჩევს, ანტონიო კონტემ შეგირდებს მადლობა გადაუხადა თავდადებული თამაშისთვის და დასძინა:
"დასამალი აღარ არის, რომ ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა, თუმცა ეს დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს და ამიტომ, ყურადღებით გვმართებს ყოფნა. მოვდუნდებით და აუცილებლად დავისჯებით. მთავარი შეხვედრები წინ გვაქვს და ეს უნდა გავაცნობიეროთ".
კონტემ პირველად თქვა საჯაროდ, რომ "იუვენტუსის" მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და არა ვთქვათ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. პრინციპში, ეს ისედაც ცხადი იყო და კონტეც მიხვდა, რომ მისი მოკრძალებული კომენტარების უკვე აღარავის სჯეროდა. სკუდეტოზე რა გითხრათ, იქამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ერთი კი უკვე ფაქტია: ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონატის პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა.
თუ თასის გათამაშებაში "ნოვარამ" "მილანს" დიდი ბრძოლა გაუმართა, ჩემპიონატში იგივეს გაკეთება ვეღარ შეძლო - მასიმილიანო ალეგრის გუნდმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა მეტოქე და ეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. არადა, ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ სტუმრებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, ანტრაქტამდეც უნდა გადაეწყვიტათ მატჩის ბედი. სამაგიეროდ, მილანელებმა მეორე ნახევარში გაილაღეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს.
ანგარიში 57-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მასიმო ამბროზინიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დიდებული გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა ერთი კარგად გაისწორა ბურთი და ძლიერი დარტყმით "ნოვარას" მეკარეს შანსი არ დაუტოვა, 1:0. მეორე გოლი მილანელთა მრავალსვლიან კომბინაციას მოჰყვა, რომელიც რობინიოს მიერ ბურთის ცარიელ კარში შეგდებით დაგვირგვინდა, 2:0. მესამე გოლი კი იბრამ გაიტანა და თანაც მის სტილში, ორიგინალური დარტყმით - მაშინ, როდესაც მისგან ყველა ბურთის დაუფლებას ელოდებოდა, ერთი შეხებით გაგზავნა მეტოქის კარის მიმართულებით და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 3:0.
ტურის ცენტრალური შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც "ინტერმა" "ლაციოს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 2:1. არადა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და თითქოს ტოლსაც არაფერში უდებდნენ მეტოქეს, მაგრამ მასპინძელთა მონდომებამ თავისი გაიტანა - დიახ, "ინტერში"კლასთან ერთად სწორედ მონდომება უნდა გამოვყოთ - კლაუდიო რანიერის გუნდი ზემოტოვირებულია და შედეგიც სახეზეა.
იტალია. სერია A. XIX ტური
რომა-ჩეზენა 5:1
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - ტადეი, ჟუანი (74. კიაერი), ჰაინცე, როზი - გაგო, გრეკო, პიანიჩი - ტოტი (65. ვივიანი), ლამელა (54. ბოიანი), ბორინი.
ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - კომოტო, ფონ ბერგენი, როდრიგესი, ლაურო (65. მორასი) - გუანა, ჩეკარელი, პაროლო, კოლუჩი (78. ბენალოუანე) - ედერი, მუტუ (46. კანდრევა).
გოლები: 1:0 ტოტი (1), 2:0 ტოტი (8), 3:0 ბორინი (9), 3:1 ედერი (58), 4:1 ჟუანი (62), 5:1 პიანიჩი (70).
გაფრთხილება: ბენალოუანე (ჩეზენა).
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 6-7; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 19(11)-6(5); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 36 000
ატალანტა-იუვენტუსი 0:2
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი, ფერი, მანფრედინი, პელუზო - ბონავენტურა (62. ბონავენტურა), ჩიგარინი, სკელოტო (76. პინტუ), პადოინი - მორალესი - დენისი.
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, დე ჩელიე - მარკიზიო (46. ჯაკერინი), პირლო, ვიდალი - პეპე (69. მარონე), მატრი, ვუჩინიჩი (85. ბონუჩი).
გოლები: 0:1 ლიხტშტაინერი (54), 0:2 ჯაკერინი (83).
გაფრთხილება: რაიმონდი, მარილუნგო - ლიხტშტაინერი.
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7(5)-17(8); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 21 000
ბოლონია-პარმა 0:0
ბოლონია (3-4-1-2): ჟილე - რაჯი, პორტანოვა, ანტონსონი - პერესი, გარიჩი, მუდინგაი, რუბინი - რამირესი (80. დიამანტი) - აკვაფრესკა (74. ხიმენესი), დი ვაიო.
პარმა (3-4-3): პავარინი - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - გობი, ვალიანი, მორონე (46. მუსაჩი), გალოპა - ვალდესი (62. ბიაბიანი), ჯოვინკო (80. პალადინო), ფლოკარი.
გაფრთხილება: რამირესი - ძაკარდო, მორონე, ჯოვინკო, მუსაჩი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 23-13; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 4(2)-6(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 000
კალიარი-ფიორენტინა 0:0
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ეკდალი (85. კონტი), დესენა, ნაინგოლანი - კოსუ - იბარბო, ლარივეი (74. ელ ქაბირი).
ფიორენტინა (3-5-2): ბორუცი - ნატალი, გამბერინი, ნასტასიჩი - კასანი, ბეჰრამი, მონტოლივო, პასკუალი (85. ვარგასი), სალიფუ (58. მუნარი) - ლაძარი, ლიაიჩი (64. აკოსტი).
გაფრთხილება: კოსუ, კონტი, ელ ქაბირი - ნატალი, ნასტასიჩი, კასანი, სალიფუ, მუნარი.
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(3)-5(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 11 000
ლეჩე-კიევო 2:2
ლეჩე (3-5-2): ბენასი - ფერარიო (46. ობოდო), ტომოვიჩი, ესპოზიტო - ოდო, გროსმიულერი (84. პასკუატო), ოლივერა, კუადრადო (76. პიატი), ბრივიო - მურიელი, დი მიკელე.
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, ცეზარი, ანდრეოლი, იოკიჩი - ბრედლი, სამარკო (76. ჰეტემაი), ლუჩანო - თერეუ - პელისიერი (67. კრუსადო), პალოსკი (87. მოსკარდელი).
გოლები: 0:1 პალოსკი (2), 0:2 პალოსკი (24), 1:2 ესპოზიტო (30), 2:2 დი მიკელე (90).
გაფრთხილება: ტომოვიჩი, ფერარიო, ოლივერა - სარდო, ბრედლი.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13(6)-9(4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 10 000
ნოვარა-მილანი 0:3
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - მორგანელა, რინაუდო, ჩენტურიონი, გარსია (63. მარიანინი) - ჯემიტი, პორკარი, პეშე (62. რუბინო) - რიგონი - მასკარა (69. იენსენი), კარაჩოლო.
მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ანტონინი (46. ელ შაარავი) - ამბროზინი, ვან ბომელი, ნოჩერინო - ემანუელსონი - რობინიო (87. მერკელი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (57), 0:2 რობინიო (73), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (90).
გაფრთხილება: პეშე, მასკარა, მარიანინი - ამბროზინი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 9(2)-18(9); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 12 000
პალერმო-ჯენოა 5:3
პალერმო (4-3-2-1): ვივიანო - მუნოზი, სილვესტრი, მანტოვანი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბარეტო, დონატი - ილიჩიჩი (71. ბერტოლო) - მიკოლი (86. დელა როკა), ბუდანი (80. პინილია).
ჯენოა (4-3-3): ფრეი - გრანკვისტი, მესტო, სამპირიზი (46. კუჩკა), მორეტი - ბიონდინი, სეიმური (77. ხორკერა), იანკოვიჩი - სკული, პალასიო, ჯილარდინო.
გოლები: 0:1 პალასიო (13), 1:1 ბუდანი (26), 2:1 სილვესტრი (37), 3:1 მანტივანი (42), 3:2 პალასიო (59), 4:2 მიკოლი (75), 5:2 მილიაჩო (84), 5:3 იანკოვიჩი (89).
გაფრთხილება: ბალცარეტი, ილიჩიჩი - სამპირიზი, მორეტი.
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 16(8)-12(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 24 000
სიენა-ნაპოლი 1:1
სიენა (3-5-2): პეგოლო - პეზოლი, ტერცი, კონტინი - ვიტიელო, ბოლცონი, დაგოსტინო (89. ანჯელო), ვერგასოლა, დელ გროსო - კალაიო (81. დესტრო), ბრიენცა (84. პარავიჩინი).
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანიარო (70. ცუნიგა) - მაჯო, ინლერი (70. ჯემაილი), გარგანო (55. ლავეცი), დოსენა - პანდევი, ჰამშიკი - კავანი.
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 კალაიო (67), 1:1 პანდევი (86).
გაფრთხილება: პეზოლი, ვიტიელო, ბოლცონი, დაგოსტინო - კამპანიარო, არონიკა.
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 6(1)-10(7); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 11 000
უდინეზე-კატანია 2:1
უდინეზე (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - დანილო, ფერონეტი, დანილო - ბასტა, პინცი (46. პასკუალე), ისლა (89. ბატოკიო), ფერნანდესი, არმერო - აბდი - დი ნატალე (78. ფლორო ფლორესი).
კატანია (4-3-3): კამპანიოლო - სპოლი, პოტენცა, ლეგროტალიე, მარკეზე (67. ლამე) - ისკო, ბიაჯანტი (56. ლოდი), ალმირონი - გომესი (80. კატელანი), ბარიენტოსი, ბერგესიო.
გოლები: 1:0 არმერო (20), 2:0 დი ნატალე (53), 2:1 ლოდი (90).
გაფრთხილება: ბასტა, ფერნანდესი - ლეგროტალიე, ალმირონი.
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9(3)-10(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 16 000
ინტერი-ლაციო 2:1
ინტერი (4-4-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ (46. ობი) - ნაგატომო, კამბიასო, ძანეტი, ალვარესი (46. სნეიდერი) - მილიტო (70. ფარაონი), პაცინი.
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - ძაური (73. სისე), დიასი, ბიავა, რადუ - ლულიჩი, ლედესმა, გონსალესი (66. კონკო) - ერნანესი (46. მათუზალემი) - როკი, კლოზე.
გოლები: 0:1 როკი (30), 1:1 მილიტო (44), 2:1 პაცინი (63).
გაფრთხილება: დიასი (ლაციო).
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 9(4)-7(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 68 000
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 19 11 8 0 30-11 41
2. მილანი 19 12 4 3 40-17 40
3. უდინეზე 19 11 5 3 28-14 38
4. ინტერი 19 11 2 6 30-20 35
5. ლაციო 19 9 6 4 27-19 33
6. რომა 18 9 3 6 28-20 30
7. ნაპოლი 19 7 8 4 34-21 29
8. პალერმო 19 7 3 9 24-27 24
9. კიევო 19 6 6 7 16-22 24
10. ჯენოა 19 7 3 9 25-34 24
11. კალიარი 19 5 8 6 16-18 23
12. პარმა 19 6 5 8 24-32 23
13. კატანია 18 5 7 6 21-27 22
14. ფიორენტინა 19 5 7 7 18-16 22
15. ატალანტა 19 6 8 5 23-25 20
16. ბოლონია 19 5 5 9 17-25 20
17. სიენა 19 4 7 8 20-20 19
18. ჩეზენა 19 4 3 12 13-30 15
19. ლეჩე 19 3 4 12 20-36 13
20. ნოვარა 19 2 6 11 18-38 12
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
ბომბარდირები
14 - დი ნატალე (უდინეზე), იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - დენისი (ატალანტა); 11 - კავანი (ნაპოლი).
მომდევნო ტური
28 იანვარი: კატანია-პარმა, იუვენტუსი-უდინეზე.
29 იანვარი: ფიორენტინა-სიენა, ჩეზენა-ატალანტა, რომა-ბოლონია, ლეჩე-ინტერი, ჯენოა-ნაპოლი, პალერმო-ნოვარა, მილანი-კალიარი, კიევო-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"