კლაუდიო რანიერი: "ლაციოსთან" მატჩში ერთადერთი რაც მომეწონა, შედეგია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ "ლაციოსთან" (2:1) მატჩის შემდეგ, თავისი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილება გამოხატა.

"ერთადერთი, რაც "ლაციოსთან" მატჩში მომეწონა - შეხვედრის შედეგია. თუ "მილანის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და შედეგსაც მივაღწიეთ, ამჯერად მხოლოდ შედეგით დავკმაყოფილდით.

"ლაციომ" ათასი პრობლემა შეგვიქმნა, ჩვენ კი ორივე გოლი ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე გავიტანეთ.

თუ ჩემპიონობა გვსურს, უკეთესად უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული