"ერთადერთი, რაც "ლაციოსთან" მატჩში მომეწონა - შეხვედრის შედეგია. თუ "მილანის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და შედეგსაც მივაღწიეთ, ამჯერად მხოლოდ შედეგით დავკმაყოფილდით.
"ლაციომ" ათასი პრობლემა შეგვიქმნა, ჩვენ კი ორივე გოლი ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე გავიტანეთ.
თუ ჩემპიონობა გვსურს, უკეთესად უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა რანიერიმ.