ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნაკრებში თამაში ტოტის კლუბში ასპარეზობაზე ცუდად არ აისახება.
"ტოტის ნაკრებში დაბრუნებას რაც შეეხება, საკუთარი თავი მახსენდება: ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იყო.
რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ტოტი კვლავ ეროვნულ გუნდში აღმოჩნდება. სულაც არ მეშინია, რომ ის შეიძლება სანაკრებო მატჩებში გადაიღალოს".