ლუის ენრიკე: გამიხარდება, თუ ტოტი იტალიის ნაკრებში დაბრუნდება

AutoSharing Option
"რომას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თავისი გუნდის თავდამსხმელის ფრანჩესკო ტოტის იტალიის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებას მიესალმა.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნაკრებში თამაში ტოტის კლუბში ასპარეზობაზე ცუდად არ აისახება.

"ტოტის ნაკრებში დაბრუნებას რაც შეეხება, საკუთარი თავი მახსენდება: ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იყო.

რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ტოტი კვლავ ეროვნულ გუნდში აღმოჩნდება. სულაც არ მეშინია, რომ ის შეიძლება სანაკრებო მატჩებში გადაიღალოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული