პეგოლო (სიენა) - ლიხტშტაინერი (იუვენტუსი), ტიაგო სილვა (მილანი), კიელინი (იუვენტუსი), არმერო (უდინეზე) - ლედესმა (ლაციო), პირლო (იუვენტუსი) - ტოტი (რომა), მიკოლი (პალერმო) - პალოსკი (კიევო), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).
ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი გამოკვეთილი შემტევია, რომელთაგან ორს თავისუფლად შეუძლიათ ფორვარდთა უკან თამაში და ჩვენც სწორედ ამ პოზიციაზე "გავამწესეთ". ლაპარაკია ფრანჩესკო ტოტისა და ფაბრიციო მიკოლიზე - პირველმა "ჩეზენას" შეუსრულა დუბლი, მეორემ კი '"ჯენოასთან" გაილაღა და სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
შეტევის წინა ხაზზე ალბერტო პალოსკი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეუწყვილდა, ორივემ დუბლი მიითვალეს
საყრდენებიდან ერთი კრიასტიან ლედესმაა, რომელსაც ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის "ლაციოს" "ინტერთან" მარცხში და მეორე, ანდრეა პირლო, რომელმაც "ატალანტასთან" ბრწყინვალედ იასპარეზა და საოცარი საგოლე პასით დაგვამახსოვრა თავი.
დაცვის ცენტრში ვარსკვლავური ტანდემი გვყავს ჯორჯო კიელინისა და ტიაგო სილვას შემადგებლობით, ფლანგებისთვის კი პაბლო არმერო და შტეფან ლიხტშტაინერი შეირჩნენ. პაბლომ საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ ასპექტში, ანტონიო კასანოსთან ერთად საუკეთესოა ჩემპიონატში, შტეფანმა კი გოლით გამოიჩინა თავი და "იუვეს" გამარჯვებაში წონადი წვლილი შეიტანა.
ტურის გმირი
მთავარი გმირი ფრანჩესკო ტოტი გახლავთ, ფეხბურთელი, რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა და XIX ტურის შემდეგ, სერია A-ს ისტორიაში ერთი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდა.
დიახ, "რომას" შემადგენლობაში "პუპონემ" უკვე 211 გოლი გაიტანა და ერთი ბურთით გადაასწრო "მილანის" ლეგენდარულ შვედ ლეგიონერ გუნარ ნორდალს. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხელშეუხებელი იყო. ტოტიმ "ჩეზენას" რბევაში დაიდო ლომის წილი, მეტოქეს ორი ეფექტური გოლი გაუტანა და მატჩის შემდეგ შემდეგი განაცხადა:
"სწორედ იმიტომ გავატარე მთელი კარიერა ამ გუნდში, რომ რეკორდი რეკორდზე დავამყარო და ამით, "რომას" წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. რამდენჯერმე ვიფიქრე, რომ მშობლიურ გუნდში აღარავის ვჭირდებოდი, ასეთი მომენტი გასულ ზაფხულსაც იდგა, მაგრამ საბედნიეროდ, ძალიან მალე საპირისპიროში დავრწმუნდი. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარიერას "ჯალოროსიში" დავასრულებ".
ტურის ფრაზა
კლაუდიო რანიერი (ინტერის მთავარი მწვრთნელი ლაციოსთან თამაშის შემდეგ): "ამ შეხვედრაში მომეწონა მხოლოდ შედეგი - კარგია, რომ მოვიგეთ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, წარმატებული სვლა ძალიან მალე შეწყდება".
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური, მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII ტური კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, 6 000 გულშემატკივარი.
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური), კალიარი-ლაციო 0:3 (X), ნოვარა-ფიორენტინა 0:3 (XVII).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ჯენოა 5:3 (XIX ტური).
სერიები
მოგება: ინტერი - 7 თამაში
წაგება: ატალანტა, ნოვარა - 3
წაუგებლად: იუვენტუსი - 19
მოუგებლად: პალერმო, ნოვარა - 7
გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 40 გოლი - მილანი; 34 - ნაპოლი; 31 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 12 გაშვებული - იუვენტუსი; 14 - უდინეზე; 16 - ფიორენტინა.
უარესი თავდასხმა: 13 გოლი - ჩეზენა; 16 - კიევო, კალიარი.
უარესი დაცვა: 38 გაშვებული - ნოვარა; 36 - ლეჩე; 34 - ჯენოა.
ზუსტი გადაცემები: 10697 - მილანი; 10017 - იუვენტუსი; 9864 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 332 - იუვენტუსი; 297 - რომა; 296 - მილანი.
კარში დარტმები: 123 - იუვენტუსი; 105 - მილანი; 95 - რომა.
ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
14 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 12 - ხერმან დენისი (ატალანტა); 11 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 9 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა), მიროსლავ კლოზე (ლაციო), როდრიგო პალასიო (ჯენოა).
ასისტენტები:
7 - ანტონიო კასანო (მილანი), პაბლო არმერო (უდინეზე); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 5 - ჯიბრილ სისე (ლაციო), ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).
ზუსტი პასები
1393 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1297 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1256 - დანიელე დე როსი (რომა); 1122 - ტიაგო სილვა (მილანი); 1071 - მიგელ ველოზო (ჯენოა).
კარის მიმართულებით დარტყმები
87 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 73 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 70 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 66 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 58 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 56 - ადრიან მუტუ (ჩეზენა).
კარში დარტყმები
37 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 29 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 26 - ხერმან დენისი (ატალანტა), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 25 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 21 - ადრიან მუტუ (ჩეზენა); 19 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 17 - მარკო რიგონი (ნოვარა).
ჯარიმები
49 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა); 48 - პერპარიმ ჰეტემაი (კიევო), ხერმან დენისი (ატალანტა); 47 - მაქსი ლოპესი (კატანია), ჯამპიერო პინცი (უდინეზე), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 44 - ხუან კუადრადო (ლეჩე); 38 - 37 - სტეფანო მორონე (პარმა), დანიელე კონტი (კალიარი).
ციფრები და ფაქტები
. "იუვენტუსმა" პირველად დაასრულა ჩემპიონატის პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე 2005/2006 წლების სეზონის შემდეგ;
. ემანუელე ჯაკერინიმ პირველი გოლი გაიტანა "იუვენტუსის" შემადგენლობაში;
. "ჩეზენასთან" მატჩამდე, "რომას" 5 გოლზე მეტი ერთ შეხვედრაში ბოლოს 2006 წელს ჰქონდა გატანილი, როდესაც "კატანიას" 7:0 მოუგო;
. "ლაციოს" "ინტერისთვის" გასვლითი შეხვედრა 1998 წლის შემდეგ აღარ მოუგია;
. თუ ჩემპიონთა ლიგასაც ჩავთვლით, "მილანის" წაუგებელი სერია გასვლით მატჩებში 10-ს შეადგენს;
. "ნოვარა" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელიც ყველა შეხვედრაში უშვებს გოლს;
. თუ იტალიის თასსაც ჩავთვლით, "ფიორენტინას" სამი თამაშია გოლი არ გაუტანია;
. "ლეჩე" ერთადერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც ჯერ საკუთარ მოედანზე არ მოუგია;
. "პალერმომ" პირველად მოიგო შეხვედრა გასული წლის 27 ნოემბრის შემდეგ, გუნდის მოუგებელი მატჩების რიცხვი კი 6-ს შეადგენდა;
. "უდინეზეს" ლიდერი ანტონიო დი ნატალე მეოთხე თამაშია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს;
. ფრანჩესკო ტოტიმ გუნარ ნორდალის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც "მილანის" მაისურით თავის დროზე 210 გოლი აქვს გატანილი. ტოტის ანგარიშზე უკვე 211 შედეგიანი დარტყმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს ისტორიაში, ერთი გუნდის შემადგენლობაში ამდენი გოლი სხვას არავის გაუტანია.
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 19 11 8 0 30-11 41
2. მილანი 19 12 4 3 40-17 40
3. უდინეზე 19 11 5 3 28-14 38
4. ინტერი 19 11 2 6 30-20 35
5. ლაციო 19 9 6 4 27-19 33
6. რომა 18 9 3 6 28-20 30
7. ნაპოლი 19 7 8 4 34-21 29
8. პალერმო 19 7 3 9 24-27 24
9. კიევო 19 6 6 7 16-22 24
10. ჯენოა 19 7 3 9 25-34 24
11. კალიარი 19 5 8 6 16-18 23
12. პარმა 19 6 5 8 24-32 23
13. კატანია 18 5 7 6 21-27 22
14. ფიორენტინა 19 5 7 7 18-16 22
15. ატალანტა 19 6 8 5 23-25 20
16. ბოლონია 19 5 5 9 17-25 20
17. სიენა 19 4 7 8 20-20 19
18. ჩეზენა 19 4 3 12 13-30 15
19. ლეჩე 19 3 4 12 20-36 13
20. ნოვარა 19 2 6 11 18-38 12
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
მომდევნო ტური
28 იანვარი: კატანია-პარმა, იუვენტუსი-უდინეზე; 29 იანვარი: ფიორენტინა-სიენა, ჩეზენა-ატალანტა, რომა-ბოლონია, ლეჩე-ინტერი, ჯენოა-ნაპოლი, პალერმო-ნოვარა, მილანი-კალიარი, კიევო-ლაციო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"