ფრანჩესკო ტოტი: დავბრუნდები ნაკრებში? არასდროს თქვა არასდროს

AutoSharing Option
"რომას" 35 წლის კაპიტანი და თავდამსხმელი ფრანჩესკო ტოტი ამბობს, რომ შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს. ტოტის თქმით, ბევრი რამ მის ფიზიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

"დავბრუნდები თუ არა იტალიის ნაკრებში? არასდროს თქვა არასდროს. მოდით ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში ვიქნები მაისში.

მიხარია, რომ ჩეზარე პრანდელიმ ყურადღება მომაქცია. ყოველთვის ვამბობ, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ მაისში კარგ ფორმაში ვიქნები, დაბრუნების საკითხს განვიხილავ. მთავარია ბოლომდე პროფესიონალად დარჩე", - თქვა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ პრანდელი და ტოტი ერთად 2004 წლის ზაფხულში მუშაობდნენ, სანამ მწვრთნელმა "რომას" მთავარი მწვრთნელის
პოსტი დატოვა.

ტოტის "სკუადრა აძურაში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრანჩეეე, უმაგრესი ხარ!
tazo
14:54 24-01-2012
0

სიახლეები პოპულარული