ანტონიო დი ნატალე: ევრო 2012-ზე წასვლა ჩემთვის დიდი პატივია

AutoSharing Option
"უდინეზეს" 34 წლის თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ იმედი გამოთქვა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მას ევრო 2012-ზე წაიყვანს.

"უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო, ისევე როგორც ახლა ვმუშაობ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის დიდი პატივი იქნება", - აღნიშნა ფორვარდმა.

ანტონიო კასანოს და ჯუზეპე როსის ტრავმის გამო იტალიის ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა "სკუადრა აძურაში" მიწვევა უკვე მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული