ლუკა ტონი: "ბაიერნში" თამაშს უფასოდაც დავთანხმდებოდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ თბილად გაიხსენა ის დრო, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა. ფეხბურთელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტურინული კლუბის შემადგენლობაში საერთოდ არ უთამაშია, აღიარა, რომ მიუნხენში უფასოდ თამაშისთვისაც მზადაა.

"ბაიერნში უფასოდ თამაშსაც დავთანხმდებოდი", - თქვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც მიუნხენელთა რიგებს 2007-დან 2010 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში ტონიმ 60 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.

34 წლის ტონი ტურინში გასულ წელს გადავიდა, მაგრამ სერია A-ს 15 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული