"ვიცი, რომ ფრანგებს ჩემი გადაბირება სურთ და "ინტერის" მესვეურებთან აქტიურ მოლაპარაკებებში არიან ჩაბმულნი. ეს თვით მასიმო მორატიმ გამანდო და მკითხა, მსურდა თუ არა პსჟ-ში გადაბარგება. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერში"
ერთი სიტყვით, ტიაგო მოტას პსჟ-ში გადაბარგების ალბათობა საკმაოდ დიდია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საგულისხმოა, რომ "ინტერი" შესაძლოა კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, სალი მუნტარიმ დატოვოს და კარიერა "ჯენოაში" გააგრძელოს. გენუური კლუბის პრეზიდენტმა თავდასხმის ხაზი საგრძნობლად გააძლიერა და სურს, რომ ერთი-ორი მაღალი კლასის მოთამაშე შუა ხაზსაც წაახმაროს - მოვუსმინოთ ენრიკო პრეციოზის:
"მასიმო მორატისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია, რომ სალი მუნტარის გადაბირებას შევძლებთ. ფაქტია, რომ კლაუდიო რანიერი აფრიკელს არ წყალობს და მასაც მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ამიტომ, ურჩევნია, რომ ჩვენთან წამოვიდეს და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებს. ამ საკითხზე ძალიან მალე მორატისთან ვაპირებ დალაპარაკებას და ვფიქრობ, რომ შეთანხმებამდე მისვლა არ გაგვიჭირდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"