ფაბიო კაპელომ ანტონიო კონტე აქო და ადიდა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტები ხშირად ეხმიანებიან ფაბიო კაპელოს და მას კალჩოში მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმას სთხოვენ.

ამჯერად, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერია A-ს სატურნირო ცხრილზე და "იუვენტუსის" ლიდერობაზე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მოვუსმინოთ დონ ფაბიოს:

"გავს თუ არა დღევანდელი "იუვენტუსი" ჩემი ფორმაციის "იუვენტუსს"? - რაღაცით შესაძლოა გავს კიდეც, მაგრამ მთლიანობაში, მაინც ორ განსხვავებულ გუნდზე გვაქვს საუბარი.

ჩემს განკარგულებაში მეგავარსკვლავები გახლდნენ და მაშინ, "ბიანკონერის" ლიდერობა ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს, ტურინში ახალი გუნდი კეთდება და მოთამაშეთა დიდი ნაწილის კვალიფიკაციაში ბევრს სულაც ეჭვი ეპარება - ამიტომ,
ტურინული გრანდის ლიდერობა კიდევ უფრო დასაფასებელია და თავიდან ბოლომდე ანტონიო კონტეს დამსახურებაა.

რაც შეეხება ზოგადად სერია A-ში არსებულ ვითარებას, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი ორი გუნდია: "იუვენტუსი" და "მილანი", თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მათ რიცხვს მალე "ინტერიც" შეურთდეს. "უდინეზე? - ფრიულელებს ძალიან სიმპატიური გუნდი ჰყავთ, მაგრამ მათი პროგრამა მაქსიმუმი მაინც ლიგის საგზურის მოპოვებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული