ანტონიო კონტე: ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დელ პიერომ გაიტანა

AutoSharing Option
ტურინის  "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომლის ფეხბურთელებმა "რომა" 3:0 გაანადგურეს და იტალიის თასის ნახეავრფინალში გავიდნენ, თამაშის შემდეგ გუნდის ვეტერან ალესანდრო დელ პიეროს თამაში აღნიშნა.

"კარგად ვითამაშეთ, ყველა ძალა გამოვიყენეთ, რათა ტურნირში ასპარეზობა გაგვეგრძელებინა.

ბოლო წლებში "რომა" გოლს ყოველთვის გვიტანდა, მაგრამ ახლა კარი მშრალად შევინახეთ. მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებმა ამ მატჩით დაამტკიცეს, რომ "იუვენტუსში" ყოფნას იმსახურებენ.

დელ პიეროს გოლს გამოვარჩევდი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ალესანდრომ გაიტანა, ის დიდი ხანია ამ გოლს ელოდა", - განაცხადა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალეეე:*
biankonera
20:42 25-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული