"კარგად ვითამაშეთ, ყველა ძალა გამოვიყენეთ, რათა ტურნირში ასპარეზობა გაგვეგრძელებინა.
ბოლო წლებში "რომა" გოლს ყოველთვის გვიტანდა, მაგრამ ახლა კარი მშრალად შევინახეთ. მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებმა ამ მატჩით დაამტკიცეს, რომ "იუვენტუსში" ყოფნას იმსახურებენ.
დელ პიეროს გოლს გამოვარჩევდი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ალესანდრომ გაიტანა, ის დიდი ხანია ამ გოლს ელოდა", - განაცხადა კონტემ.