რომის "ლაციომ" მილოშ კრასიჩს თანხა გაუზარდა

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ხელმძღვანელობას ტურინის "იუვენტუსის" სერბი ვინგერის მილოშ კრასიჩის გადაბირება ძალიან უნდა.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, რომაული კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ფეხბურთელს შეთავაზებული თანხა გაუზარდა. თუმცა "ბიანკოჩელესტი" კვლავ ფეხბურთელის იჯარით აყვანას გეგმავს, ზაფხულში კი მის კონტრაქტს გამოისყიდის.

შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელის გადაბირებით თურქეთის "ფენერბაჰჩეც" დაინტერესებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული