შეხვედრის ერთადერთი და გამარჯვების გოლი მატია დესტრომ გაიტანა, რომელიც სულ ორი წუთის გასული იყო მოედანზე, როდესაც თავის გამოჩენა შეძლო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. "სიენა" ნახევარფინალშია, ეს უკვე დიდი წარმატებაა და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯუზეპე სანინომ:
"ძალიან კარგად ვითამაშეთ და მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავედით. ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებმაც ყველაფერი
უფრო საინტერესო შეხვედრა "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა, ზუსტად ისე, როგორც ერთი წლის წინ... დიახ, მაშინაც თასის მეოთხედფინალი გახლდათ და მაშინაც ნეაპოლში იყო თამაში - ერთი განსხვავებით, გასულ სეზონში გამარჯვება მილანურმა გრანდმა მოიპოვა, წელს კი მომდევნო ეტაპზე "ნაპოლიმ" გააღწია.
თამაში თანაბარი გამოდგა, მხოლოდ ეგ იყო, რომ ნეაპოლელები უფრო სწრაფად, მაღალ ტემპში ირჯებოდნენ და შესაბამისად, მათი იერიშები უფრო მწვავე იყო. ისე კი, მომენტები ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. ორივე გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა და ორივე მათგანი მეორე ტაიმში გავიდა.
შეხვედრის განახლებიდან ხუთი წუთი არ იყო გასული, როდესაც "მატადორმა" (ასე ეძახიან კავანის იტალიაში) მეტოქის საჯარიმოში ორ მცველს აუარა გვერდი და როდესაც დარტყმა დააპირა, ტიაგო მოტასგან კვანტი მიიღო - არბიტრს ერთი წუთიც არ უყოყმანია და ხელი თერტმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა... ბურთთან თავად დაზარალებული მივიდა, ცენტრში დაარტყა და მარჯვნივ გადამხტარი ლუკა კასტელაცი ხელმოცარული დატოვა, 1:0.
"ინტერი" მთელი ძალებით გადავიდა მეტოქის ნახევარზე და რამდენჯერმე გოლთანაც იყო ახლოს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მილანელებს ყოველთვის რაღაც აკლდებოდათ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ედინსონ კავანიმ სოლო-რეიდი გამოაცხო, ორ მცველთან ერთად მეკარესაც აუარა გვერდი, ულამაზესი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2:0.
მატჩის შემდეგ, ყურადღების ცენტრში დუბლის ავტორი გახლდათ და სწორედ მის კომენტარს შემოგთავაზებთ: "ჩვენი მიზანი ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევაა და ძალიან მიხარია, რომ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა შევძელით.
"ინტერის" დამარცხება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ეს სტიმულს გაგვიორმაგებს სერია A-შიც გამოვასწოროთ მდგომარეობა. ამასთან, დროა უკვე "ნაპოლიმ" ტროფეი მოიგოს და შესაბამისად, თასისთვის ბრძოლა ამ მხრივ დიდ პერსპექტივას გვაძლევს".
იტალიის თასი. 1/4 ფინალი
კიევო-სიენა 0:1
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 დესტრო (54).
ნაპოლი-ინტერი 2:0
გოლები: 1:0 კავანი (50-პენ.), 2:0 კავანი (90).
მილანი-ლაციო 3:1
მილანი (4-4-2): ამელია - აბატე, მექსე, ბონერა, მესბა - მერკელი (70. იბრაჰიმოვოჩი), ვან ბომელი, ნოჩერინო, ზეედორფი (74. ემანუელსონი) - რობინიო (90. კალვანო), ელ შაარავი.
ლაციო (4-4-2): მარკეტი - დიაკიტე (46. ლედესმა), დიასი, სტანკევიჩუსი, კონკო - ლულიჩი, მათუზალემი (77. დელ ნერო), გონსალესი, ერნანესი - როკი (63. კლოზე), სისე.
გოლები: 0:1 სისე (5), 1:1 რობინიო (15), 2:1 ზეედორფი (18), 3:1 იბრაჰიმოვიჩი (84).
მაყურებელი: 38 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"