ალექსანდრ მერკელმა "ლაციოსთან" მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"მილანის" 19 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ მერკელმა იტალიის თასის გუშინდელ მატჩში "ლაციოსთან" მოედანი ტრავმის გამო 70-ე წუთზე დატოვა.

პირველადი დიაგნოზი, რომელიც ფეხბურთელს დაუსვეს, მუხლქვედა მყესების გაჭიმვაა. უახლოეს ხანში მერკელი საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ გერმანელისთვის ეს "ჯენოადან" დაბრუნების შემდეგ მხოლოდ მესამე მატჩი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული