ფრანჩესკო გვიდოლინი სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას 2015 წლამდე გეგმავს

AutoSharing Option
ფრანჩესკო გვიდოლინი, რომელიც ახლა "უდინეზეს" მთავარ მწვრთნელად მუშაობს, სამწვრთნელო კარიერის დასასრულზე საუბრობს.

"2015 წლამდე ვიმუშავებ, როდესაც 60 წელი შემისრულდება. რას გავაკეთებ მერე? ნიჭიერ ფეხბურთელებს მოვძებნი, სკაუტი გავხდები.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში "უდინეზეს" საჩემპიონო შანსებს, მეჩვენება, რომ ოქროს მედლებს "მილანი" და "იუვენტუსი" გაითამაშებენ. თუმცა ჩვენც ჯერ კიდევ გვაქვს შანსი", - აღნიშნა გვიდოლინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული