ვალტერ მაცარი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში "ვილიარელთან" მატჩის დროს ცუდად მოქცევის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მაშინ მაცარის არბიტრმა ტრიბუნებისკენ მიუთითა.

დღეს უეფამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ მომხდარი ინციდენტი დეტალურად გამოიძია და ნეაპოლელთა თავკაცს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალში "ნაპოლი" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.

"მომდევნო კვირაში აპელაციას შევიტანთ. იმედი გვაქვს, რომ უეფა სასჯელს ერთ მატჩამდე დაიყვანს", - განაცხადა ნეაპოლური კლუბის ადვოკატმა მატია გრასანიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული