დღეს უეფამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ მომხდარი ინციდენტი დეტალურად გამოიძია და ნეაპოლელთა თავკაცს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალში "ნაპოლი" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
"მომდევნო კვირაში აპელაციას შევიტანთ. იმედი გვაქვს, რომ უეფა სასჯელს ერთ მატჩამდე დაიყვანს", - განაცხადა ნეაპოლური კლუბის ადვოკატმა მატია გრასანიმ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით