"გულწრფელად გითხრათ, ამ მატჩს შიშით ველოდი, რადგან "უდინეზე" საინტერესო ფეხბურთს აჩვენებს. ამ გუნდის შემადგენლობაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი თამაშობს, რომელბიც ტოპკლუბებსაც გამოადგებოდნენ. ამ კვირაში იტალიის თასზეც ვითამაშეთ, ამიტომ "უდინეზესთან" მატჩის ბოლოს ბიჭები დაღლილები ჩანდნენ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
არ მომეწონა, რომ მოედნის ცენტრში ბურთს ხშირად ვკარგავდით, ეს "უდინეზეს" კონტრშეტევების წარმართვის საშუალებას აძლევდა. ეს მომენტი მეტოქეს აძლევდა ხელს, რითიც უკმაყოფილო დავრჩი", - განაცხადა კონტემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.