პასკუალე მარინო: ვეცდებით "ნაპოლის" იტალიის თასზე დამარცხებისთვის სამაგიერო გადავუხადოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახა კალაძის კლუბ "ჯენოას" თავკაცმა პასკუალე მარინომ განაცხადა, რომ სათასო მატჩში განცდილი მარცხისთვის (1:6) გენუელები სერია A-ს დღევანდელ მატჩში "ნაპოლიზე" შურისძიებას ეცდებიან.

"ვგრძნობ, რომ ზოგიერთ მოთამაშეს ამ მარცხისთვის შურისძიება სურს. წმინდა სპორტული აზრით შურისძიებას ვგულისხმობ, არავის დამტვრევას არ ვაპირებთ. როდესაც გულშემატკივრები ხედავენ, რომ გუნდი თავდადებით თამაშობს, მის თამაშს უფრო დადებითად ხვდებიან.

"უდინეზესთან" შეხვედრაში თავი უკვე გამოვიჩინეთ, ახლა იგივეს გაკეთებას "ნაპოლისთან" შევეცდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე გუნდი შესანიშნავადაა დაკომპლექტებული და ორგანიზებული", - თქვა მარინომ.

მომზადებულია Football Italia-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა კაცი. თქვა და შეასრულა 3:0 იგებდა ჯენოა და 3:2 მოიგო საბოლოოდ.
giok
20:09 29-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული