ამჟამად "როსონერი" ნახევარდაცვაში კრიზისს განიცდის, რადგან თითქმის ყველა ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველი დაშავებული ყავს.
"პირლო ჩემპიონია. ის კარგ სეზონს ატარებს. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ზოგიერთი გუნდი ჩემპიონების წყალობით იგებს, ზოგი კი მათი გაყიდვისგან რჩება მოგებული.
როგორც არ უნდა იყოს, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მერკელს ორი თვე გაუცდება", - განაცხადა ალეგრიმ.
ალეგრიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბი სატრანსფერო ბაზარზე მის დახურვამდე აპირებს აქტიურობას.