მასიმილიანო ალეგრი ანდრეა პირლოს გაშვებას არ ნანობს

AutoSharing Option
"მილანის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი საერთოდ არ ნანობს, რომ ანდრეა პირლოს გასულ ზაფხულს გუნდის დატოვების უფლება მისცა.

ამჟამად "როსონერი" ნახევარდაცვაში კრიზისს განიცდის, რადგან თითქმის ყველა ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველი დაშავებული ყავს.

"პირლო ჩემპიონია. ის კარგ სეზონს ატარებს. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ზოგიერთი გუნდი ჩემპიონების წყალობით იგებს, ზოგი კი მათი გაყიდვისგან რჩება მოგებული.

როგორც არ უნდა იყოს, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მერკელს ორი თვე გაუცდება", - განაცხადა ალეგრიმ.

ალეგრიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბი სატრანსფერო ბაზარზე მის დახურვამდე აპირებს აქტიურობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული