ამის შესახებ განცხადება ტურინული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ გააკეთა.
"ლუკა ოფიციალურად ჯერ არ გადასულა დუბაის "ალ-ნასრში", ტრანსფერის გასაფორმებლად რამდენიმე დეტალის მოგვარება დარჩა", - განაცხადა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ტონის მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" რიგებში არ უთამაშია და მისი სხვა კლუბში გადასვლის შესახებ ჭორები მუდმივად ვრცელდებოდა. როგორც ჩანს, იტალიელმა კარიერის გაგრძელება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადაწყვიტა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით