არიგო საკი: "ბარსელონამ" ჩემი დროის "მილანის" პრესინგი განავითარა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა თავკაცმა არიგო საკიმ საკუთარ გუნდსა და "ბარსელონას" შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე კლუბის თამაშის ერთერთი მთავარი კომპონენტი პრესინგია.

თუმცა, საკის თქმით, "როსონერის" პრესინგსა და "ბლაუგრანას" პრესსინგს შორის განსხვავებაც არსებობს.

"პრესსინგს ჩვენც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. მეტოქეზე ზეწოლას მისსავე ნახევარზე ვახდენდით. მაგრამ გვარდიოლა უფრო შორს წავიდა: ვხედავთ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები მეტოქე გუნდს პრესინგით მისსავე საჯარიმოდან ეთამაშებიან.

ასეთი ზეწოლა მოწინააღმდეგეს ღლის, კალაპოტიდან აგდებს და იმის გაკეთებას აიძულებს, რასაც თავად ესწრაფვი. ეს მაშინაც ასეა, როცა ბურთს მეტოქე ფლობს", - განაცხადა
საკიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული