ტურინის "იუვენტუსმა" ბერგამოს "ატალანტადან" სიმონე პადოინი შეიძინა

AutoSharing Option
ბერგამოს "ატალანტას" 27 წლის ნახევარმცველი სიმონე პადოინი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

ტურინელებს ფეხბურთელი 5 მილიონი ევრო დაუჯდათ, თანხას კი "ატალანტას" სამი წლის განმავლობაში გადაუხდიან.

ჰავბეკმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიმდინარე სეზონში პადოინიმ 19 მატჩი ჩაატარა, ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული