განცხადებას წინ დაახლოებით 2-საათიანი ფიქრი უძღვოდა, რომლის შემდეგაც პიპო უბრალოდ მიხვდა, რომ კარიერა "როსონერიში" უნდა დაასრულოს. როდესაც ინძაგის წასვლა-არწასვლის საკითხი წყდებოდა, "მილანის" მესვეურებმა პიპოს პირდაპირ განუცხადეს, რომ გადაწყვეტილებაში სრულიად თავისუფალი იყო - თუ სხვა გუნდში მოისურვებდა კარიერის გაგრძელებას, "როსონერი" არანაირ დაბრკოლებას არ შექმნიდა და თუ დარჩენას გადაწყვეტდა, არც ამის წინააღმდეგი იყო ვინმე...
ფილიპო ინძაგიმ დარჩენა ამჯობინა და პრესასთან შემდეგი
ბოლოს და ბოლოს, 38 წლის ვარ და კარგად მესმის, რომ საუკეთესო წლები უკან მოვიტოვე. რაღაც მომენტში "სიენაში" გადაბარგებაზე თანხმობა განვაცხადე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ "მილანის" დატოვება უბრალოდ არ შემეძლო. მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ ჩემი უკანასკნელი შეხვედრა "როსონერის" მაისურით უნდა ჩავატარო".
ინძაგის გადაწყვეტილება იტალიაში ბევრს გაუკვირდა, რადგან პიპოს ადგილი "მილანში" პრაქტიკულად აღარ არის. მასიმილიანო ალეგრი ისედაც არ წყალობდა ლეგენდარულ ფორვარდს და მას შემდეგ, რაც გუნდს მაქსი ლოპესი დაემატა, ალბათ განაცხადშიც კი გაუჭირდება მოხვედრა.
თანაც, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ინძაგის უმთავრესი მოტივაცია ევროტურნირების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორის სტატუსია, რისკენაც მიისწრაფვის და რისთვისაც ესპანელ რაულ გონსალეს ბლანკოსთან მძაფრ კონკურენციაშია ჩაბმული - ალეგრის კი პიპო არაფრით არ შეჰყავს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში, რაც თითქოს სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ვეტერანს წასვლის გადაწყვეტილება მიეღო.
მით უმეტეს, პიპოს "ლაციო" იწვევდა, გუნდი, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს ევროარენაზე და სადაც თავდასხმაში გაცილებით ნაკლები კონკურენციაა, ვიდრე "მილანში". ასეა თუ ისე, ინძაგი ლომბარდიულ გრანდში დარჩა და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ალეგრის გულის მოგებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"