სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა ედუარდო რეია "კორიერე დელო სპორტს" და საკმაოდ საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა. მოვუსმინოთ "ლაციოს" მთავარ მწვრთნელს:
"ვერონაში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილში კვლავ მეოთხე ადგილზე ვიმყოფებით. თანაც, ისეთი ძლიერი მეტოქე ჩამოვიტოვეთ, როგორიც "ინტერია".
მოკლედ, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ გუნდის ასპარეზობით და მიკვირს, როდესაც ჟურნალისტები მკაცრად გვაკრიტიკებენ. პრესას ხშირად ვკითხულობ და ათასში ერთხელ, რომ ვინმეს საქებარი სიტყვა დაცდეს - და თუ წააგებ,
ჩემი აზრით, ეს უფრო ინერციის ბრალია - ერთ დროს, "ლაციოში" მეგავარსკვლავები ასპარეზობდნენ და მაშინ, რომაული გუნდი სრულიად საფუძვლიანად ყველა ტურნირის ფავორიტად მიიჩნეოდა. იმ პერიოდში, "ბიანკოჩელესტე" მართლაც ფავორიტი იყო, თუმცა მას შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
კლუბი გაბანკროტდა, ათასი უბედურება დაემართა და დღეს, ბევრად უკან ვართ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. შეხედეთ შემადგენლობას და მიხვდებით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ჩვენი პროგრამა მაქსიმუმია. იქნებ, ასეთ შემთხვევაში მაინც იკლოს უსაფუძლო კრიტიკამ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"