დიეგო მილიტომ იტალიის ჩემპიონატში პირველი პოკერი შეასრულა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, დიეგო მილიტომ იტალიის ჩემპიონატში პირველი პოკერი შეასრულა, მაგრამ  ეს "ნერაძურის" "პალერმოს" (4:4) დასამარცხებლად მაინც არ ეყო.

მანამდე არგენტინელის ანგარიშზე სამი ჰეთ თრიქი იყო: 2004 წელს "კალიარისთან", 2008 წელს "რეჯინასთან" და 2009 წელს "სამპდორიასთან".

მილიტომ იტალიაში სამივე ჰეთ თრიქი "ჯენოაში" ასპარეზობისას გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ინტერის" ფეხბურთელებმა ბოლო პოკერი 2002 წლი 1 თებერვალს შეასრულეს. მაშინ "ბრეშასთან" შეხვედრაში თავი კრისტიან ვიერიმ გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული