კლაუდიო რანიერი: "ინტერმა" და "პალერმომ" კალჩოს კარგი რეკლამა გაუკეთეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანეირიმ, რომლის გუნდმაც იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის უაღრესად დაძაბულ მატჩში "პალერმოს" დათოვლილ "სან სიროზე" ვერ მოუგო, თამაშის შემდეგ შედეგის სამართლიანობა აღნიშნა.

"ეს საოცარი მატჩი იყო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ თავისი მძიმე სამუშაო ბრწყინვალედ შეასრულა.

რა თქმა უნდა, შინ ფრედ თამაში ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგი სამართლიანი იყო. ორივე გუნდმა ბევრი სახიფათო ეპიზოდი შექმნა. ეს იტალიური ფეხბურთისთვის კარგი რეკლამა იყო", - თქვა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული