ვალტერ მაცარი: ბოლო სამ ტურში მსაჯებმა 5 ქულა აგვწაპნეს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ "ჩეზენასთან" (0:0) მატჩის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"გოლი წესების სრული დაცვით გავიტანეთ. მსაჯის და მისი მოქმედებების გამო დღეს კიდევ 2 ქულა დავკარგეთ. უკვე დავიღალე ამისგან.

არბიტრმა საშინელი მატჩი ჩაატარა, "ნაპოლისთან" მიმართებაში ბევრი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. საქმე არამხოლოდ გაუქმებულ გოლს ეხება. ერთერთ ეპიზოდში მას "ჩეზენას" მოთამაშე უნდა გაეძევებინა უხეში თამაშისთვის.

მან შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა და დამსახურებული გამარჯვების მოპოვების საშუალება არ მოგვცა.

დღევანდელ მატჩამდე ვდუმდით, მაგრამ აღარ შეგვიძლია ისეთი სახე მივიღოთ, თითქოს არაფერი ხდება. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ
ხუთი ქულა წაგვართვეს. უკვე დავიღალე ამისგან და ჩემი მოთმინებაც იწურება", - განაცხადა მაცარიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული