"უცნაური თამაში იყო. ორივე გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, რომ სამი ქულის მოპოვება ვერ შევძელით.
მოედნის მდგომარეობამ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. ტრავმა არავის მიუღია, მაგრამ ასეთ გაზონზე თამაშით საკუთარ ჯანმრთელობას ძალიან ვრისკავდით", - უთხრა ძანეტიმ კლუბის ოფიციალურ საიტს.