"მილანსა" და "ნაპოლის" შორის მატჩი შესაძლოა, უამინდობის გამო გადაიდოს

AutoSharing Option
იტალიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი "მილანსა" და "ნაპოლის" შორის, შესაძლოა უამინდობის გამო გადაიდოს. შეხვედრა კვირას "სან სიროზე" უნდა გაიმართოს.

"აქვს აზრი "მილანი"-"ნაპოლის" შეხვედრის ჩატარებას მინუს 8 გრადუს ტემპერატურაზე? ჩემი აზრი ასეთია: თუ კლიმატური პირობები დასაშვები იქნება პრობლემა არ არის. მაგრამ მეტეოროლოგთა პროგნოზები სიხარულის საბაბს არ იძლევა. ალბათ აჯობებს შეხვედრა ადრევე გადაიდოს, ვიდრე ეს სტადიონზე მაშინ მოხდეს, როდესაც იქ ყველა შეკრებილი იქნება", - განაცხადა ტომაზიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული